ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. მე-11 ტურში გრაცის „შტურმი“ სტუმრად ლასკ-ს შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
გრაცელთა ქართველმა კაპიტანმა 33-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე 6 გოლის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 59-ე წუთზე გაიტანეს. 83-ე წუთზე გრაცელებიდან მეტოქის კარი ზვონარეკმა აიღო და ამ გოლმა სტუმრებს სამი ქულა მოუტანა.
მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 25 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
