მიქაუტაძის პირველი დუბლი “ლიონში”

0
24

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც “ლიონში” სადებიუტო სეზონს ატარებს და მანამდე ჩატარებულ 8 ტურში გოლი არ გაუტანია, მე-9 ტურში დუბლი მიითვალა.
“ლიონმა” “ოსერი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმრების მცველმა თავის საჯარიმოში საქართველოს ეროვნული ნაკრების  წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0. შეგახსენებთ, რომ მან მიმდინარე სეზონში ერთი პენალტი ვერ გამოიყენა. “ოსერმა” საპასუხო ბურთი 47-ე წუთზე გაიტანა.
62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბენრაჰმას გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ ბურთს კარის შორეულ ძელთან მიასწრო და თავით კარში გაგზავნა – 2:1. ათ წუთში “ოსერმა” ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. “ლიონი” 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი