საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მეორე მატჩში ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალთან“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, ქულა მაინც გადაარჩინა.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ილია ახვლედიანმა პასი ლევან კუტალიას გაუკეთა, რომელმაც ყოფილ გუნდს თავით გაუტანა და გოლი დიდი სიხარულით აღნიშნა – 1:0. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ცოტნე ფაჩულიამ თავის საჯარიმოში ლუკა ხორხელი წააქცია, მაგრამ თავდაპირველად მთავარმ მსაჯმა კობა რევაზაშვილმა ამ ეპიზოდს ყურადრება არ მიქცია. თუმცა, მან რეფერის ვიდეოასისტენტის მითითების შემდეგ, მომენტი გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც კუტალიამ გამოიყენა – 2:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა სენეგალელმა ონორე გომისმა თანაგუნდელისგან მიირო ბურთი და ერთი შეხებით გადაცემა რევაზ ინჯგიას გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:1.
69-ე წუთზე თავის საჯარიმოში მცველმა ლუკა ქაფიანიძემ მეკარეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც ლუკა ხარატიშვილმა ვერ გააჩერა და ბადეში აღმოჩნდა – 3:1.
72-ე წუთზე ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ კუთხური ჩააწოდა და „სამგურალის“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა რევაზ ინჯგიამ მოიგო, ხოლო შორეულ ძელთან მდგომმა „დინამოს“ კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ახვლედიანმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ორ წუთში მან მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვის მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. შევხედრის ბოლო წუთზე არტიომ მილჩენკომ წყალტუბოელთა საჯარიმოში ესპანელი ჯალენ ბლესა მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო და თავით გაიტანა, მან ბათუმელთა მაისურით პირველი გოლი მიითვალა.
„დინამო“ 46 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა, ხოლო იტალიელი რუდოლფო ვანოლის გაწვრთნილი „სამგურალი“ 32 ქულით მე-6 ადგილზეა.
სამგურალი 3:3 დინამო ბთ
“გაგრამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. მატჩის მე-16 წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან მსაჯმა ფრანგი მაჰამატ ტიამი გააძევა, რომელმაც ცარიელ კარში წასული ბურთი ხელებით მოიგერია. პენალტი დაინისნა, რომელიც გიორგი ლომთაძემ გამოიყენა – 1:0. 28-ე წუთზე ფოთელებმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდად ითამაშეს და ბურთი დაკარგეს, რის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი ხარებაშვილმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0. 70-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი კირილ კლიმოვი ჯერ მეკარეს გაცდა, შემდეგ მცველს და ბურთი კარში გაგზავნა – 2:1.
94-ე წუთზე გიორგი მელქაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო სამ წუთში მსაჯმა წითელი ბარათი გიორგი ახალაძეს აჩვენა. დამატებულ მე-14 წუთზე ლევან გეგეჭკორმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
გიორგი ონიანისგაწვრთნილი “გაგრა” 29 ქუყლით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით “კოლხეთმა” 30 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
გაგრა 2:1 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





