ოდიშარიას და სილაგაძის გუნდმა „აინტრახტთან“ ბოლომდე იბრძოლა

0
23

ლატვიის „რიგასმა“, რომელშიც ქართველი ლეგიოენერები ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდისნ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნახევარმცველი ოდიშარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თადარიგში მყოფი სილაგაძე თამაშში არ ჩართულა. „აინტრახტიდან“ გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე უგო ლარსონმა გაიტანა.
„რიგასს“ 1 ქულა აქვს და 36 გუნდში 31-ე ადგილზეა. ლატვიელები ევროპა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს შინ „ანდერლეხტთან“ ჩაატარებს.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი