„ლიონის“ პირველი მარცხი – მიქაუტაძეს ისევ ცოტა დრო მისცეს

0
32

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ ისევ მცირე სათამაშო დრო დაუთმეს. ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში ფრანგებმა თურქეთის „ბეშიქთაში“ მიიღეს და მიუხედავად ტოტალური უპირატესობისა, რაც არაერთ შექმნილ საგოლე მომენტში გამოიხატა, ქულაც ვერ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე შანსი არ ჰქონია. თურქებმა ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც რაფა სილვამ ძალიან კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გედსონ ფერნანდეში გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1. „ლიონმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში წააგო და 6 ქულით 36 გუნდში მე-10 ადგილზეა.
„ლიონი“ ევროპა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს სტუმრად გერმანიის “ჰოფენმაიმთან” ჩაატარებს.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი