„კოპენჰაგენმა“, რომელშიც კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში ქულა სტუმრად სევილიის „ბეტისთან“ აიღო, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს.
„ბეტისიდან“ მე-8 წუთზე ანგარიში ეზალზულიმ გახსნა, ხოლო დანიელებიდან საპასუხო ბურთი პენალტიდან დიქსმა გაიტანა. სამწუხაროდ, გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენის“ განაცხადში არ იყო. „კოპენჰაგენი“ 1 ქულით 36 გუნდში 25-ე ადგილზეა. დანიელები მომდევნო შეხვედრას კონფერენს ლიგაში შინ თურქეთის „ბაშაქშეჰირთან“ ჩაატარებენ.
კონეფერნს ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი
