სანაძის 15 ქულა “ბურსასფორთან”

0
13

ფიბა ევროპის თასის პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ფამაგუსტას “ანორთისისი”, რომელსიც დუდა სანაძე დაბრუნდა, თურქეთში “ბურსასფორს” შეხვდა და 79:86 დამარცხდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულიო ნაკრების მსროლელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:28 წუთში 15 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ანორთოსისმა” ევროპის თასის B ჯგუფში ორივე თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა. კვიპროსელები მატჩს 23 ოქტომბერს ესპანეთში “სარაგოსასთან” ჩაატარებენ.