რონალდუ მესიზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებს

0
24

პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი აშშ-ს „ინტერ მაიამიში“.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, რონალდუ „ალ ნასრში“ წელიწადში 285 მილიონ დოლარს იღებს, როდესაც მესის ანაზღაურება – 135 მილიონი ევროა.
|რონალდუ „ალ ნასრში“ 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 79 მატჩში 72 გოლი გაიტანა.
მესი „ინტერ მაიამიში“ 2003 წლიდან გამოდის და 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი