ლუკა გაგნიძე: “ეს გამარჯვება ხასიათის დამსახურებაა”

0
29

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველის ლუკა გაგნიძის განცხადებით, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება იმ ხასიათის დამსახურებაა, რომელმაც გუნდი აქამდე მიიყვენა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბალკანელების დამარცხენის წყალობით, ჯგუფში მეორე ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლუკა გაგნიძე: „ეს გამარჯვება იმ ხასიათის დამსახურება იყო, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. მწვრთნელმა თქვა გასახდელში, რომ ამ მიდგომით და ხასიათით ყველას დამარცხება შეიძლება. შარშან ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ძალიან დაგვეხმარა, იმ მატჩებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ახლანდელი ნაკრების თამაშზე. ველოდებით წილისყრას, ორი თამაშით შეგვიძლია ისტორია დავწეროთ და პირველად გავიდეთ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე. კლუბი? რუსეთის ჩემპიონატს დონე შენარჩუნებული აქვს. განვიხილავ ყველა შეთავაზებას, მაგრამ მაქვს ორწლიანი კონტრაქტი და მომავალი გვიჩვენებს რა იქნება“.
გიორგი კვერნაძე: „ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ გავუშვით, თუმცა ერთიანობით და ბოლომდე ბრძოლით მივაღწიეთ შედეგს, რომელიც თავიდანვე გვქონდა დასახული“.
პლეი-ოფის წილისყრა, 17 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის 2-მატჩიანი დაპირისპირებები, 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება. პლეი-ოფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია.