გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ჯერ არ გადაუწტყვეტია დარჩება თუ არა თანამდებობაზე მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ.
„მუშაობას როდესაც იწყება, გარკვეული თავდაჯერება გიჩნდება. ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩავატარეთ და ბევრს მივაღწიეთ. ჯერ არ ვიცი დავრჩები თუ არა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მაგრამ ამ თანამდებობაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ“ – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს გერმანული მედია.
37 წლის ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს სათავეში 2023 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა – 9 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
გერმანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ნაგელსმანის გაწვრთნილები 1/4-ფინალში გავიდნენ, სადაც ესპანეთთან 1:2 წააგეს.
ლაშა თაბაგარი





