„შესაძლოა მარადონას და პელეს მიმართ უპიტივისცემულობას ვიჩენ“

0
6
FILE PHOTO: Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Final - Argentina v France - Lusail Stadium, Lusail, Qatar - December 18, 2022 Argentina's Lionel Messi kisses the World Cup trophy after receiving the Golden Ball award as he celebrates after winning the World Cup REUTERS/Kai Pfaffenbach/File Photo

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნია.
„ასეთი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი რომ გამოწურო, თავდაპირველად ის უნდა გაიცნო. საუბარი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზეა. შესაძლოა, მარადონას და პელეს მიმართ უპიტივისცემულობას ვიჩენ…თუმცა, ვარსკვლავები ასე დალაგდა.
მე ვხედავდი იმ სტაბილურობას, რომელსაც მესი ვარჯიშებზე და ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩატარებულ მატჩებში 15 წლის განმავლობაში ამჟღავნებდა. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ამას ყოველ დღე ვუყურებდი.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის ვნახეთ. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება, როგორც იმავე მაიკლ ჯორდანის და ტაიგერ ვუდსის შემთხვევაში“ – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა გადაცემა  Che Tempo Che Fa-ში.
ლაშა თაბაგარი