რევაზ ჩელებაძე: “იღბალი უკრაინის მხარეს აღმოჩნდა”

0
52

თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის რევაზ ჩელებაძის აზრით, საქართველოს უკრაინა უნდა დაემარცხებინა, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყო. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-3 ტურში პოზნანში ვილი სანიოლის გაწვრთნილების 0:1 მარცხის შემდეგ გაანცხადა.
“საქართველოს ნაკრებს უკრაინა უნდა დაემარცხებინა. მართალია, ბურთი უფრო ხშირად ჩვენ გვქონდა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო. უკრაინელებს შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ იღბალი მათ მხარეს აღმოჩნდა. რას იზამ? ეს უკრაინის ნაკრებია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თავისი დონე აჩვენოს. ვეცდებით ნოემბერში სახლში გასამართ მატჩში რევანში ავიღოთ.
ბოლო პერიოდში ეს ყველაზე ძლიერი საქართველოს ნაკრებია. ყველა ფეხბურთელი უმატებს, რადგან გუნდში სამი “ვარსკვლავი” თამაშობს: მამარდაშვილი, კვარაცხელია და მიქაუტაძე. სხვა ბიჭები მათ ნელ-ნელა მიუახლოვდებიან. “ვარსკვლავების” გარეშე კარგ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. მაგალითად, უკრაინელების მთავარმა “ვარსკვლავმა” მუდრიკმა გოლი სისწრაფეზე გაგვიტანა.
საქართველოს ნაკრების დონის ამაღლებაზე განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა ძალიან იმოქმედა. მოთამაშეებმა იგრძნეს, რომ ფეხბურთის თამაში ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ. საბერძნეთმა ლონდონში ინგლისი დაამარცხა. ასეთი გამარჯვებებით ფეხბურთი თანაბრდება. ჩვენც შეგვიძლია ვიღაცას მოვუგოთ და ვიღაცასთან წავაგოთ” – განაცხად ჩელებაძემ championat.com-თან.
ლაშა თაბაგარი