კიტეიშვილი: “ამის გამო დავისაჯეთ”

0
22

საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-3 ტურში პოზნანში უკრაინასთან 0:1 მარცხის მიზეზი, საწყის 29-25 წუთში ნაჩვენები არასათანადო თამაში იყო.
ოთარ კიტეიშვილი: “”მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს.
იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ”.
ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი