ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა

0
69

პოლონელმა მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
34 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე წლის აგვისტოში ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა, „ბარსელონას“ შეთევაზების შემდეგ, ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. ესპანელები პოლონეთის ეროვნული გუნდის ექსმეკარეს მას მერე დაუკავშირდნენ, რაც გერმანელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 8 თვე ვერ ითამაშებს.
შჩესნი „იუვენტუსამდე“ ლონდონის „არსენალში“, „ბრენტფორდში“ და „რომაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი