ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
68

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „ლევანტემ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის „ალმერია“ მიიღო და 4:2 გაიმარჯვა.
ქოჩორაშვილმა მოედანზე 85 წუთუ გაატარა და გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა. მიმდინარე სეზონში მან 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ლევანტე“ 14 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი