არაბიძის ზედიზედ მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგაში

0
21

„ულსანმა“, რომელშიც გიორგი არაბიძე გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და იაპონიაში ადგილობრივ „იოკოჰამა მარინოსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
იოკოჰამელებმა სამხრეთ კორეელებს პირველ ტაიმში 2 გოლი გაუტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი ამდენჯერვე აიღეს.
ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. „ულსანმა“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორი თამაში წააგო და ჯერჯერობით უქულოდაა.
ლაშა თაბაგარი