16-წლამდელები მეორე მატჩში დამარცხდნენ

0
20

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე, მეორე მატჩი ჩაატარა და უზბეკეთთან 4:1 დამარცხდა.
ჩვენი ასაკობრივიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი სანდრო მიქაუტაძის პასით თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც 42-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლო.
სანდრო კობახიძის გუნდი, მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს გამართავს. მეტოქე, მეორე ტურის დასრულების შემდეგ, B ჯგუფიდან გამოვლინდება.
მატჩის ოქმი – უზბეკეთი 4:1 საქართველო