გველესიანი ჩემპიონთა ლიგაში ისევ მოუგებელია

0
5

„პერსეპოლისი“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც ახალი ფორბატით ტარდება, ჯერ თამაში ვერ მოიგო. საერთო ეტაპის მე-2 ტურში ირანულმა გუნდმა ტაშკენტის „ფახთაქორი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის პირველ წუთზე ანგარიში ალიპურმა გახნსა. თუმცა, მატჩის მსვლელობისას უზბეკებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და გასაკვირი არაა, რომ 59-ე წუთზე ჩერანმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შეგახსენებთ, რომ „პერსეპოლისმა“ პირველ ტურში სტუმრად „ალ აჰლისთან“ 0:1 წააგო.
ლაშა თაბაგარი