„ნაპოლი“ კვარაცხელიას ექვს მილიონს სთავაზობს

0
10

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს ბონუსების გათვალისწინებით. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ლუკა დი მარციო იუწყება. ცნობისთვის, ასეთივე ანაზღაურება აქვს ნეაპოლელთა ბელგიელ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს.
ნეაპოელები კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდნენ, რომ ახალი ხელშეკრულების პირობები განიხილონ. მხარეები მორიგ შეხვედრას უახლოესი კვირების განმავლობაში ჩაატარებენ.
23 წლის კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, Capology-ს ცნობით, ამჟამად მისი ხელფასი წელიწადში 4,6 მილიონი ევროა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი