გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის უმაღლესი დივიზიონშიი კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე. მე-9 ტურში “სარაევო” სტუმრად “შიროკი ბრეგს” დაუჩავდა (3:3), ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა დუბლი შეასრულა.
44-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, გულიაშვილმა ანგარიში პენალტიდან გაათანაბრა – 1:1. 48-ე წუთზე გულიაშვილი მეტოქის ნახევარზე ერთ ფეხბურთელს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა მეორე ოპონენტიც ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. “შიროკი ბრეგმა” თანაფარდობა 79-ე წუთზე აღადგინა, ხოლო “სარაევო” 84-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურა. თუმცა, სტუმრებმა 86-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ქულა აიღეს. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 8 გოლით ბომბარდითა დავაში ლიდერია. მან მიმდინარე სეზონში მეორე დუბლი შეასრულა.
“სარაევო” 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
