ქუთაისის „ტორპედომ“ შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრე მოიგო, 27-ე ტურში გათამაშების ლიდერი გასვლაზე „თელავს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მატჩის მე-11 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბრაზილიელმა ფილიპე პირესმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თელაველთა მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბიორნ იონსენმა გაიტანა – 0:1.
52-ე წუთზე ავაზაშვილმა უკვე „ტორპედოს“ კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ გამოიყენა – 1:1. 61-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმოში ზუსტი პასი იონსენს გაუკეთა, რომელმაც ბურთი მკერდით მიიღო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 1:2.
„ტორპედო“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 57 ქულითაა, ხოლო კვიპროსელი ხარალამბუს ხრისოდულუს თავკაცობით „თელავმა“ 24 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა.
თელავი 1:2 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





