ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მოგონებებით სავსე გულით ჩემს ცხოვრებაში ამ თავს ვხურავ. მადლობა ამ ზღაპრული თავგადასავლისთვის“.
გროზმანი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან გამოდიოდა და 137 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მან 2018 წელს რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს ერთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი