ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც “ყიზილყუმში” გამოდის, უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურში თავის გუნდს მოაგებინა. “ყიზილზუმმა” “მეტალურგს” უმასპინძლა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-2 წუთზე “მეტალურგის” ფეხბურთელი თავის ნახევარზე ლობჯანიძეს ეუხეშა და ჯარიმა დაინიშნა, ხოლო სტანდარტული შესრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა თავით ლამაზი გოლი გაიტანა. ის “ყიზილყუმდში” სადებიუტო სეზონს ატარებს და 15 მატჩში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. მან შეუცვლელად ითამაშა. “ყიზილყუმს” გიორგი კუხიანიძემ უკაპიტნა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. “ყიზილყუმი” 23 ქულით 14 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
