ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში სტუმრად თირნიეკ ძოწენიძის მიხალოვცეს „ზემპლინს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში სამი ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ძოწენიძე დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში ვერ მოხვდა. „დილას“ 24 წლის ექსმცველი „ზემპლინში“ მეორე სეზონს ატარებს და 4-ჯერ ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 21 ქულით 12-გუნდია ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
