ლატვიის „რიგასისთვის“, სადაც ორი ქართველი ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდის, ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე სტარტი უიღბლო აღმოჩნდა.
რიგელები პირველ მატჩში სტუმრად ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვდნენ და 1:4 წააგეს. ოდიშარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სილაგაძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
„რიგასი“ მომდევნო თამაშს 3 ოქტომბერს შინ თურქეთის „გალათასარაისთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
