გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში უოტფორდელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ბელგიის „გენტისგან“ გამოისყიდეს და ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე დაუდეს. ახალი შეთანხმების თანახმად, ის „უოტფორდში“ 2029 წლის ივნისამდე დარჩება.
„აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს. ამ კლუბში მენდობიან და ამიტომ, ახალ ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. „უოტფორდში“ მოთამაშეებით დაწყებული, პერსონალით დამთავრებული ყველაფერი მომწონს. მას მერე რაც გუნდს შევუერთდი, ორ-სამ თვეში პროგრესირება დავიწყე და უფრო მეტს ვთამაშობდი. ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის წინსვლას ვცდილობ. ამიტომ, როდესაც კარგად ვთამაშობ, მომდევნო ჯერზე კიდევ უკეთესად ასპარეზობა მსურს“ – განუცხადა ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ვებგვერდს ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი
