„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ევროპა ლიგის საერთო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ფრანგებმა კონფერენს ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან 65-ე წუთზე ანგარიში ჩერკიმ გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ახლო კუთხეში დაარტყა. 71-ე წუთზე „ოლიმპიაკოსის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ბენრაჰმამ მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და „ლიონი“ კიდევ უფრო დააწინაურა.
ლაშა თაბაგარი
