საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყება

0
16

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო – ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.