მეკარე ჯერკ პორტერმა ლონდონის „არსენალში“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა. მან ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში შინ „ბოლტონთან“ 5:1 მოგებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
პორტერი 16 წლის და 72 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც ოდესმე „არსენალის’ მიერ ჩატარებულ ოფიციალური შეხვედრაში სასტარტოში უთამაშია.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პორტერმა „არსენალის“ 21-წლამდელთა გუნდში, ასევე ინგლისის 17 წლამდე და 18 წლამდე ნაკრებში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
