ლოჩოშვილმა „კრემონეზეს“ თასზე უკაპიტნა, გოგლიჩიძე არ ათამაშეს

0
23

ლუა ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ გადასვლის შემდეგ გუნდს პირველად უკაპიტნა. იტალიის თასის 1/16-ფინალში სერია B-ს ბინადარი სტუმრად სერია A-ს წარმოამდგენელ „კალიარის“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კალიარიდან“ ერთადერთი გოლუ მე-60 წუთზე ლაპადულამ გაიტანა.
თასის 1/8-ფინალში გავიდა საბა გოგლიჩიძიხ „ემპოლი“, რომელმაც გასვლაზე „ტორინოს“ 2:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველს ამჯერად არ უთამაშია და მხოლოდ განაცხადში ყოფნა აკმარეს. „ემპოლიდან“ 30-ე წუთზე ანგარიში ეკონგმა გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე ადამსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 90-ე წუთზე ჰაასმა „კალიარის“ კარი აიღო და „ემპოლი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი