კაშიას პირველი გოლი სლოვაკეთის თასზე, მამარდაშვილის რეკორდი

0
19

გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანში“ ასპარეზობის პერიოდში სლოვაკეთის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში „სლოვანი“ სტუმრად „ბელუშას“ შეხვდა და 6:1 დაამარცხა.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მეტოქის კარი აიღო – თანაგუნდელის დარტყმულს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა დაამატა, რის შემდეგ ანაგარიში 4:0 გახდა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ვალ;ენსიამ“ „ოსასუნა“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაეყარნენ. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიელთა შემადგენლობაში ჩვეულებისამებრ საიმედოდ ითამაშა. „ვალენსია“ 5 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას დაშორდა.
მამარდაშვილი 23 წლის და 360 დღის ასაკში “ვალენსიას” ისტორიში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი