გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა,. მანჩესტერელებიდან მე-5 წუთზე ანგარიში დოკუმ გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე მეორე ბურთი ნუნეშმა გაიტანა.
ჩაკვეტაძე თამაშში აქტიურად ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში თავისი ნახევრრიდან გრძელი რეიდი განახორციელა, რის შემდეგ პასი ბაახს მისცა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში, მან იმავე გაიმეორა და კარში ტავად დაარტყა, მაგრამ დააფარეს. 86-ე წუთზე ჩაკვეტაძის მორიგ რეიდს ინსის მისამართით პასი მოჰყვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „უოტფორდი“ ლიგის თასს გამოეთიშა.
ლაშა თაბაგარი
