კარლო ანჩელოტი წაუგებელი მატჩებით ლა ლიგის რეკორდსმენია

0
17

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ალავესი“ 3:2 დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 39 მატჩი არ წააგო. კარლო ანჩელოტი ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც მიჯრით 39 შეხვედრაში არ დამარცხებულა, იტალიელმა სპეციალისტმა ალბერტო ორმაეჩეას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც „რეალ სოსიედადის“ თავკაცის თანამდებობაზე 1979-1980 წლებში  38 თამაშში მარცხი არ უწვნევია.
„რეალის“ წაუგებელი სერია ლა ლიგაში ხანგრძლივობით მეორეა. რეკორდი „ბარსელონას“ ეკუთვნის, რომელიც 2017-2018 წლებში 43 შეხვედრაში არ დამარცხდა. მაშინ, გუნდს ჯერ ლუის ენრიკე ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ერნესტო ვალვერდე.
ლაშა თაბაგარი