რაფაელ ვარანმა კარიერა დაასრულა

0
12

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონმა რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში „კომოში“ ერთი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე მწყობრიდან გამოვიდა.
„ახლა ყველა კლუბის გულშემატკივარს, სადაც მითამაშია, ჩემს მეგობრენს გუნდში, მწვრთნელებსა და პერსონალს მივმართავ – მთელი გულით მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს მოგზაურობა განსაკუთრებულად აქციეთ, ისეთად როგორსაც მხოლოდ ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებში წარმოვიდგენდი“ – დაწერა 31 წლის ფეხბურთელმა თავის სოციალურ ქსელში.
ვარანი კარიერის განმავლობაში „კომოს“ გარდა, ფრანგულ „ლანსში“, ესპანეთის მადრიდის „რეალში“ და ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 480 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
ვარანმა „რეალთან“ ერთად სამჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ოთხჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ვარანმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 93-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი