პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ RMC Sport-თან საუბარში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კილიან მბაპეს შესაქებად სიტყვები არ დაიშურა.
„კილიანის სახით საუცხოო ადამიანს შევხვდი. ის განსაკუთრებული დონის ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია – ძალიან მოსიყვარულა და ახლობელი. მბპე შესანიშნავი ფეხბურთელია. გულდასაწყვეტია, რომ მადრიდის „რეალში“ გადავიდა, განსაკუთრებით იმ დროს. თუმცა, ცხოვრებაც თამაშის ნაწილია. მას ყველაფერი კარგად აქვს.
მე ვერაფერში გავამტყუნებ, რადგან წასვლა თავად გადაწყვიტა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით წინ მისი ღირსებები წამოგვეწია და მინუსები დაგცეფარა. კილიანი ყოველთვის თავაზიანი იყო და პატივს გვცემდა.. ისევე როგორც მისი ძმა და მშობლები“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
მბაპე პსჟ-ში 2017-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის პარიზული კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მბაპემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასი 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი
