ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ „გრანადას“, სადაც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ახალი მთავაარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგისთვის დათხოვნილი აბასკალი 59 წლის ფრან ესკრიბამ შეცვალა.
ესპანელი სპეციალისტი 2022-2023 წლების სეზონში „სარაგოსას“ ავარჯიშებდა. მას ესპანურ და არა მხოლოდ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ესკრიბა სამწვრთნელო კარიერაში „ხეტაფეს“, „ვალენსიას“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ელჩეს“, „ვილიარეალს“ და „სელტას“ ხელმძღვანელობდა, გარდა ამისა, ის პორტუგალიურ გრანდ ლისაბონის „ბენფიკასაც“ თავკაცობდა.
აბასკალის ხელში წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა და იმედია ფრან ესკრიბას შემთხვევაშიც ასე იქნება.
ლაშა თაბაგარი
