ჰოლანდის რეკორდი პრემიერლიგაში

0
25

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ინგლისის პრემიერლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა. მე-5 ტურში „არსენალთან“ (2:2) მატჩში ნორვეგიის ეროვნული ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ერთი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მე-10 გოლი მიითვალა.
ჰოლანდი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 ტურში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. გარდა ამისა, მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში თავის ანგარიშზე მე-100 გოლი ჩაიწერა და ამისთვის 105 შეხვედრა დასჭირდა.
ლაშა თაბაგარი