ტერ შტეგენი 8 თვე ვერ ითამაშებს

0
35

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლზე ოპერაცია წარმატებით გაიკეთა, იუწყება ესპანური გრანდის პრესსამსახური.
გერმანიის ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურშო სტუმრად „ვილიარეალთან“ 5:1 მოგებულ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის მყესი გაიწყვიტა. ექიმების პროგნოზით ის 8 თვე ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 7-ჯერ ითამაშა და კარი „მშრალად“ ერთხელ შეინახა.
ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წელს მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში 419 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი