ივან პერიშიჩი კარიერას პსვ-ში გააგრძელებს. ხორვატიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ნიდერლანდების მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
პერიშიჩმა გასული სეზონის მეორე ნახევარი სამშობლოში სპლიტის „ჰაიდუკში“ გაატარა. გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში ბელგიის „რუზელარეში“, „ბრიუგეში“, გერმანიის დორტმუნდის „ბორუსიაში“, „ვოლფსბურგში“, მილანის „ინტერში“, მიუნხენის „ბაიერნში“ და ლონდონის „ტოტენჰემში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი
