ლობჟანიძემ მესის გუნდს ისევ გაუტანა

0
62

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, „ატლანტა იუნაიტედი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის შინ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, საბოლოოდ ქულა აიღო – 2:2.
ლობჟანიძე სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, მარცხენა ფლანგიდან პედრო ამადორის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა. სხვათა შორის, ლობჟანიძემ წელს მაისში „ინტერ მაიამისთან“ დუბლი შეასრულა.. ლობჟანიძეს შეხვედრის ბოლო წუთებში თავისი გუნდისთვის სამი ქულის მოთანაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მისი დარტყმული ბურთი მეტოქის ფეხიდან გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა შორეულ კუთხეში დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
„ატლანტა იუნაიტედს“ 32 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის 15 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი