„რომას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დანიელ დე როსი დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„გადაწყვეტილება გუნდის ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ, რათა საშუალება გვქონდეს სასურველი გზა ოპერატიულად განვაახლოთ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სეზონი ახალი დაწყებულია. გულწრფელად მადლობას ვუხდით დანიელეს ბოლო თვეებში ჟინით და თავდადებით გაწეული სამუშაოსთვის“ – იუწყება რომაელთა ოფიციალური ვებგვერდი.
დე როსი „რომას“ 2024 წლის 16 იანვრიდან ხელმძღვანელობდა. მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 4 ტურში 3 ქულა აიღო და 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
