კეინი ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო ინგლისელი ბომბარდირია

0
24

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგაში/ ჩემპიონთა თასზე გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირვეკ ტურში „ბაიერნმა“ შინ ზაფრების „დინამო“ 9:2 დაამარცხა.
ინგლისის ეროვნული გუნდის 31 წლის კაპიტანმა 4 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი პენალტიდან. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 33 გოლია და მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფორვარდ უეინ რუნის გაასწრო. მესამე ადგილზე რაჰიმ სტერლინგია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავის ანგარიშზე 27 გოლი ჩაიწერა. კეინმა კარეირაში ერთ შეხვედრაში სამი თერთმეტმეტრიანი პირველად გამოიყენა.
გარდა ამისა, კეინი ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი