ვალერი გაგუა: “ამ დღეს დიდი ხანი ველოდით”

0
15

თბილისის “დინამოს” 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ ეტაპზე შინ ჩერნოგორიის “ბუდუჩნოსტთან” მატჩამდე განაცხადა, რომ ამ დღეს დიდი ხანი ელოდნენ.
ვალერი გაგუა: “„გუნდი მატჩისთვის მზადაა, ამ დღეს დიდი ხანია ველოდებით. ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, გამოვიდნენ მოედანზე და ის ფეხბურთი აჩვენონ, რაც „დინამო თბილისს“ შეეფერება. ჩვენი მიზანი ტურნირზე ღირსეულად ასპარეზობაა.
მეტოქის თამაშები ვნახეთ, გავაანალიზეთ და ვიცით, რომ „ბუდუჩნოსტი“ ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ბარიერის გადალახვა და მიზნის მიღწევა შეუძლიათ.
გულშემატკივარი გუნდისთვის მეთორმეტე მოთამაშეა. მათ რა ძალა აქვთ, ეს ჩვენი ქვეყნის ნაკრების თამაშებზე ვნახეთ. კარგი იქნება, თუ ამ ახალგაზრდა ბიჭებს ჩვენი გულშემატკივარი გვერდში დაუდგება. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, თუ გულშემატკივარი მოვა, თამაშის შემდეგ ნასიამოვნები წავა“.
შეხვედრა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი