ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ქენან ილდიზი კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა. საერთო ეტაპის პირველ ტურში იტალიელებმა შინ პსვ 2:1 დაამარცხეს. 19 წლის ილდიზმა ანგარიში ძალიან ეფექტური გოლით გახსნა. მან ლეგედნარული ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1995 წელს ჩემპიონთა ლიგაში თავი 20 წლის და 308 დღის ასაკში გამოიჩინა.
მადრიდის „რეალმა“ თავის მოედანზე „შტუტგარტს“ 3:1 სძლია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებში თავი ენდრიკმა გამოიჩნა. ბრაზილიელი 18 წლის და 58 დღის ასაკში ესპანური გრანდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავი გამოიჩინა. ენდრიკმა „რეალის“ ლეგენდის რაულის რეკორდი მოხსნა, რომელამც 18 წლის და 113 დღის ასაკში 1995 წელს „ფერენცვაროშთან“ სამი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
