მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გარდაიცვალა

0
23

მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა. იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფრორვარდი რამდენიმე წელი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა.
59 წლის სკილაჩიმ ფეხბურთელის კარიერა 1997 წელს დაასრულა. ის „მესინაში“, ტურინის „იუვენტუსში“, მილანის „ინტერში“ და იაპონიის „ჯუბილო ივატაში“ თამაშობდა.
მან „სკუადრა აძურაში“ 1990-1991 წლებში 16-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. სკილაჩი მუნდიალის ბომბარდირი 6 გოლით გახდა. მაშინ, იტალიელებმა სამშობლოში ჩატარებულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი