არგენტინამ და ბრაზილიამ ერთ დღეს წააგეს

0
20

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-8 ტურში არგენტინა თავისი ტრავმირებული კაპიტნის ლიონელ მესის გარეშე სტუმრად კოლუმბიას შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის 25-ე წუთზე ხამეს როდრიგესის გადაცემის შემდეგ, ანგარიში მოსკერამ გახხნა, ხოლო ნიკოლას გონსალესმა საპასუხო ბურთი 48-ე წუთზე გაიტანა. მე-60 წუთზე ხამეს როდრიგესმა პენალტი შეაგდო და ეს გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ შესარჩევში მე-2 მატჩი წააგო და 18 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ბრაზილია სტუმრად პარაგვაის დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-20 წუთზე დიეგო გომესმა გაიტანა. დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილმა ბრაზილიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 თამაშიდან 4 წააგო, 3 მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა და 10 ქულით მე-5 ადგილზეა. სამხრეთ ამერიკის შესარჩევიდან მუნდიალზე პირდაპირ 6 გუნდი გადისა, ხოლო მე-7 ადგილზე გასული პლეი-ოფს ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი