ექვსი ქულით პირველ ადგილზე – ქოჩორაშვილის სუპერგოლით ალბანეთში მოვიგეთ

0
39

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში მეორე ტურში ალბანეთში ითამაშა და გიორგი ქოჩორაშვილის ულამაზესი გოლით გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა არსებობის ისტორიაში ტირანაში ოფიციალური მატჩი მეორედ მოიგო. პირველად ეს ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოახერხა, როდესაც შოთა არველაძის გოლით ასევე 1:0 გაიმარჯვა.
თბილისში ჩეხეთთან 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა. დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და გიორგი გველესიანი დააყენა, მარჯვენა ფლანგზე – ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხენაზე – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვას გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და  ჩაკვეტაძე აკონტროლებდნენ, ხოლო თავდასხმაში მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ირჯებოდნენ.
მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ნახევარზე კარგად გაათამაშა ბურთი და შეტევა კიტეიშვილმა შორეული, მაგრამ არაზყსტი დარტყმით დაასრულა. 25-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და კვარაცხელია ვერ მიწვდა ბურთს, თორემ შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო. ცოტა ხანში, მიქაუტაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა. პირველ ტაიმში ალბანელების რიგებში ჰოჯა აქტიურობდა, რომელმაც რამდენჯერმე შორი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.
მეორე ტაიმის დასაწყისში კაკაბაძემ ჩააქოდა მეტოქის საჯარიმოში და მცველის მოგერიებული ბურთი შეუჩერებლად კიტეიშვილმა დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ლოჩოშვილმა მარცხენა ფრთიდან ალბანელთა სააჯრიმოში მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი კარში უზუსტოდ გაგზავნა.
მეორე ტაიმის შუაწელში მასპინძლების საჯარიმოში მიქაუტაძემ ერთი მცველი ჩამოიტოვა და მისი დარტყმა მეორე ალბანელმა დაბლოკა, მაგრამ ბურთი ჩაკვეტაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულიც არ გავიდა, ხოლო ეპიზოდი ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან აკაკაბაძის ცუდი დარტყმით დასრულდა.
70-ე წუთზე ქოჩორაშვილი ერთ ალბანელს გაექცა და დაახლოებით 23 მეტრიდან დაარტყა – ბურთი ზედა ძელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 87-ე წუთზე ისმაილი საკუთარ ნახევარზე ბურთის თავით მოგერიების დროს შეცდა და სტრაკოშასთან პირისპირ დარჩენილ ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო. 90-ე წუთზე სტრაკოშამ მასპინძლები კიდევ ერთი გოლის გაშვებას ამჯერად ჩაკვეტაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ სამი ქულა აიღო და 2018 წლიდან, როდესაც ერთა ლიგა დაარსდა ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა. სანიოლის შეგირდები ერთა ლიგაში მომდევნო თამაშს 11 ოქტომბერს უკრაინასთან პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩაატარებენ.
ალბანეთი-საქართველო 1:0 (0:0)
10 სექტემბერი. ტირანა. სტადიონი „აირ ალბანია“.
ალბანეთი:
სტრაკოშა, ჰისაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი, ასლანი, რამადანი, ბაირამი (უზუნი, 81) ასანი ((სპაჰიუ, 73), ჰოჯა (ლაჩი, 61), მანაი (სეფერი, 73).
მთავარი მწვრთნელი:
სილვინიო.
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, (ალთუნაშვილი, 90+2) კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი, 74); მიქაუტაძე (ზივზივაძე, 86)
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლი: 0:1 ქოჩორაშვილი (71)
გაფრთხილება:
კიტეიშვილი (84), უზუნი (90).
მთავარი მსაჯი: ლაბრეხტსი (ბ