საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, მოლდოველ თანატოლებთან ჩატარებული მეორე ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა 3:1 მოიგო.
დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ თამაშში მოლდოველები 29-ე წუთზე ჟოსანმა დააწინაურა. 86-ე წუთზე მსაჯმა სტუმრების ფეხბურთელს უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. საქართველოს ნაკრებიდან გამთანაბრებელი გოლი 89-ე წუთზე კირვალიძემ გაიტანა.
ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი არიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
ლაშა ტაბაგარი





