კვარაცხელიას დუბლი და საგოლე პასი ახალგაზრდულ ლიგაში

0
0

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ვასილ გეგუჩაძე წვრთნის, უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ დანიის „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა.
მატჩის გმირი ხვიჩა კვარაცხელიას ძმაო თორნიკე კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაშ იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. უმცროსმა კვარაცხელიამ ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გახსნა, როდესაც თანაგუნდელის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და ცარიელ კარში დაამატა. მისი პასით 27-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა სანდრო მიქაუტაძემ თბილისელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 51-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა შორეულ “ცხრიანში” ლამაზი გოლი გაიტანა.
დინამოელები საპასუხო შეხვედრას დანიაში 4 ნოემბერს ჩაატარებენ და თუ „კოპენჰაგენის“ ბარიერს გაივლიან, მაშინ უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი