გიორგი მამარდაშვილი “ფრანს ფუტბოლის’ მიერ 2019 წელს დაწესებული წლის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს მოპოვების კანდიდატია. ეს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოკითხვის შედეგად დასახელებულ საუკეთესო გოლკიპერს გადაეცემა.
ლევ იაშინის სახელობის პრიზის მოპოვების ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:
დიოგო კოშტა (პორტუ)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
გრეგორ კობელი (ბორუსია, დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი ( რეალი)
მაიკ მენიო (მილანი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
უნაი სიმონი (ატლეტიკი)
იან სომერი ( ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)
“ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიალი წელს პარიზში 28 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ნაპოლის” თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ოქროს ბურთის” მფლობელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი “ლივერპულთან” გააფორმა და მიმდინარე სეზონს იჯარით “ვალენსიაში” გაატარებს.
ლევ იაშინის სახელობის პრიზის მფლობელები:
2019 – ალისონ ბეკერი (ლივერპული)
2021 – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
2022 – ტიბო კურტუა (რეალი)
2023 – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
ცნობისთვის.”ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობენ.
საბჭოთა კავშირისა და მოსკოვის “დინამოს” ყოფილი წევრი აწ გარდაცვლილი ლევ იაშილი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო.
ლაშა თაბაგარი
